უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე უკრაინისთვის კვლავ მძიმე იარაღის მიწოდების საჭიროებაზე წერს.
„უკრაინა ევროპას სთხოვს იარაღს. ევროპელები მხარს უჭერენ მათი მთავრობებისთვის მიმართვას. ევროკავშირი უკრაინას აწვდის იარაღს, თუმცა არა იმას, რომელიც ჩვენ ვითხოვეთ. შეიარაღების ჩამოსვლას ძალიან დიდი დრო მიაქვს. დემოკრატია ვერ გაიმარჯვებს ამ თამაშით. უკრაინას სჭირდება იარაღი. არა ერთ თვეში, არამედ ახლა“, – წერს პოდოლიაკი.