მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დემოკრატიის წინსვლაში მარცხი საქართველოს NATO-სა და EU-სგან დააშორებს - სენატორების ჯგუფი

610250f6c386e
შოთა ტყეშელაშვილი
29.07.21 11:06
867
ამერიკელი სენატორები, ჯინ შაჰინი და რონ ჯონსონი, სენატის ორპარტიულ ჯგუფთან, მათ შორის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მაღალი რანგის წევრ ჯიმ რიშთან, ბენ კარდინთან, რობ პორტმანთან, კრის ვან ჰოლენთან და ჯონ ბარასოსთან ერთად, საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებენ. განცხადება "ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივად ანულირებას ეხება. სენატორები აღნიშნავენ, რომ დემოკრატიის წინსვლაში მარცხი საქართველოს NATO-სგან და ევროკავშირისგან დააშორებს, რაც მხოლოდ "კრემლის ინტერესებში" შედის. 

„ძალზედ იმედგაცრუებულნი ვართ ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო, რაც ძირს უთხრის რეფორმების ძალისხმევას, რაზეც 19 აპრილს შეთანხმება დაიდო. აშშ-მა, ევროკავშირთან პარტნიორობით მჭიდროდ ითანამშრომლა ქართულ პოლიტიკურ პარტიებთან ძლიერი, მრავალპარტიული შეთანხმების მისაღწევად იმისთვის, რომ გზა გახსნილიყო კრიტიკულად მნიშვნელოვანი მართლმასაჯულების და საარჩევნო რეფორმებისთვის. იმედგამაცრუებელი იყო, რომ ყველა არჩეულმა პარტიამ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, ან კეთილსინდისიერად არ შეასრულა შეთანხმება.

საქართველოს დემოკრატიული განვითარების ამ მნიშვნელოვან პერიოდში, კიდევ უფრო იმედგამაცრუებელი იყო „ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ განზრახული აქვს ცალმხრივად გავიდეს 19 აპრილის შეთანხმებიდან. მეტწილად, სწორედ მმართველ პარტიას ეკისრება, დადგეს პოლიტიკურ განხეთქილებაზე მაღლა და გააგრძელოს ინკლუზიური, მრავალპარტიული საპარლამენტო პროცესი, რომელიც ყველა ქართველისთვის მოიტანს სარგებელს.

ჩვენ, როგორც აშშ-ის სენატის კანონმდებლები, მოგიწოდებთ ოქტომბრის თვეში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ, კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი მართლმსაჯულების და საარჩევნო რეფორმის კეთილსინდისიერი განხორციელებისკენ. საქართველოში დემოკრატიის წინსვლაში მარცხი ვერ შეუწყობს ხელს დახმარების პირობითობას, საფრთხეში ჩააგდებს საქართველოს სწრაფვას, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების შესახებ და დააზიანებს აშშ-საქართველოს ორმხირვ ურთიერთობას. ასეთი შედეგით მხოლოდ კრემლი სარგებლობს" - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები