მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართველმა ხალხმა არჩევანი გააკეთა, ამიტომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია... ბედნიერ ევროპის დღეს გისურვებთ"

645a828147f4b
ალა ისპირიანი
09.05.23 21:11
702
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართველ ხალხს მიმართა.

როგორც შარლ მიშელმა ევროპის დღესთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე განაცხადა, ქართველმა ხალხმა არჩევანი გააკეთა, ამიტომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია.

"დღეს ევროპის დღეა და პირველი ევროპის დღეა მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ლიდერებმა განაცხადეს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. საქართველოს ხალმა ნათელი არჩევანი გააკეთა, ევროპული ღირებულებებისა და თავისუფლების ნათელი არჩევანი. სწორედ ამიტომ ქვეყნის მომავალი ჩვენ საერთო ოჯახშია. საუკეთესოს გისურვებთ. თქვენთან ერთად ვართ და ბედნიერ ევროპის დღეს გისურვებთ” , - განაცხადა მიშელმა.

ევროპის დღესთან დაკავშირებით, ორბელიანების სასახლის წინ, ათონელის ქუჩაზე, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით კონცერტი „ევროპისათვის“ ტარდება. 

ევროპის დღე, რომელიც მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად 9 მაისს აღინიშნება, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რობერტ შუმანის 1950 წლის დეკლარაციის პატივსაცემად დაწესდა. შუმანმა წარმოადგინა იდეა ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შესახებ, რომელიც ევროპის ქვეყნებს შორის ნახშირისა და ფოლადის მარაგების გაზიარებას ითვალისწინებდა და ევროპაში ომს წარმოუდგენელს ხდიდა. ამ კონცეფციამ საფუძველი ჩაუყარა იმ გაერთიანებას, რომელსაც დღეს ევროკავშირი ეწოდება.