დემონსტრანტები ჭავჭავაძის გამზირისკენ მიდიან.
მას შემდეგ რაც, სპეცდანიშნულების რაზმმა დაიკავა რესპუბლიკის ტერიტორია, პროევროპული აქციის მონაწილეები დაიძრნენ ჭავჭავაძის გამზირისკენ.
როგორც ადგილზე მყოფი ჟურნალისტები იტყობინებიან, აქციის დაშლისას რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
უკვე მეოთხე დღეა, სპეცრაზმი ძალის გამოყენებით შლის მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს, რომლებიც აპროტესტებენ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე უარი თქვან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებაზე.