მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი კიდევ ერთხელ გაუშვა

აქცია

რუსთაველის გამზირზე, სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი კიდევ ერთხელ გაუშვა.

მიუხედავად იმისა, რომ საპოლიციო ძალებმა მთელი ღამის განმავლობაში არაერთხელ გაუშვეს წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი, პროევროპული აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირს არ ტოვებენ.

მოქალაქეებმა სხვადასხვა საგნებით გააკეთეს ბარიკადები და ამ გზით ცდილობენ სპეცრაზმისგან თავის დაცვას.

უკვე მესამე ღამეა, სპეცრაზმი ძალის გამოყენებით შლის მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს, რომლებიც აპროტესტებენ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე უარი თქვან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები