მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო - გაუშვეს წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი

სპეც

რუსთაველის გამზირზე სიტუაცია დაიძაბა.

სპეციალური დანიშნულების რაზმი პარლამენტის ტერიტორიიდან ოპერის მიმართულებით დაიძრა.

სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე პროევროპული აქციის მონაწილეების აქციის დაშლა დაიწყო.

გაუშვეს წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზიც.

07:13 საათისთვის აქციის მონაწილეები რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან. დემონსტრანტები თანამოქალაქეებს მოუწოდებენ, ქუჩაში გამოსვლისკენ.

უკვე მეოთხე დღეა, სპეცრაზმი ძალის გამოყენებით შლის მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს, რომლებიც აპროტესტებენ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე უარი თქვან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები