საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ოპოზიციური დესტრუქციული ძალები ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ აღდგენას და მისი მთავრობის მიერ დაგეგმილ განახლების პროგრამებს ვერ შეაფერხებენ.
ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე, მას შემდეგ ისაუბრა, რაც 5-6 ივლისს მომხდარი ძალადობრივი ქმედებები და გუშინ მედიასაშუალებების მიერ პრემიერის გადადგომის მოთხოვნა "ანტისახელმწიფოებრივ წარუმატებელ შეთქმულებად" შეაფასა.
„ჩვენი მთავარი დღის წესრიგი ჩვენი ქვეყნის განვითარებაა. ეკონომიკის სწრაფი აღდგენაა, ძალიან პოზიტიური დინამიკა გვაქვს და ძალიან მაღალი ზრდა გვქონდა 45%-იანი ზრდა აპრილში და 25%-იანი ზრდა - მაისში. პირველ 5 თვეში გვქონდა 11%-იანი ზრდა. ჩვენ უახლოეს ორ კვირაში ყველა მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი განახლების პროგრამებს ვიწყებთ. ამ ყველაფრის შეფერხება სურთ ოპოზიციურ დესტრუქციულ ძალებს, მაგრამ ისინი ამას წინ ვერ აღუდგებიან, ჩვენ ვიძლევით ამის გარანტიას. ეს პროცესი - განვითარების გზა გაგრძელდება. ჩვენ გვექნება არჩევნები ოქტომბერში და ყველა უნდა ვიყოთ მობილიზებული, რომ მაქსიმალურად ღიად და მშვიდად ჩატარდეს არჩევნები და ჩვენმა მოსახლეობამ საკუთარი არჩევანი დააფიქსიროს“, - განაცხადა პრემიერმა.




























