მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეტალურ ანგარიშს წარვადგენთ , როგორ შესრულდა 12-ვე რეკომენდაცია - კობახიძე

649a001b851dd
BM.GE
26.06.23 20:17
566
დეტალურ ანგარიშს წარვადგენთ, როგორ შესრულდა ევროკომისიის 12-ვე რეკომენდაცია - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ არსებითად პასუხისმგებელი ვიყავით კანონების მიღებაზე და ყველა შესაბამისი კანონი არის მიღებული. შესაბამისად, ჩვენ წარვადგენთ დეტალურ ანგარიშს იმასთან დაკავშირებით, როგორ შესრულდა 12-ვე რეკომენდაცია.

რეალურად, 12-ვე პუნქტი პრინციპულად არის შესრულებული, ვინმეს თუ დამატებით რამე კითხვები აქვს, ამაზეც გავცემთ პასუხს და ამაზეც გვექნება მსჯელობა, საუბარი, მაგრამ 12-ვე პუნქტი პრინციპულად შესრულებულია. მათ შორის სასამართლო რეფორმის პუნქტიც არის პრინციპულად შესრულებული, კანონი მივიღეთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. ეს იყო ჩვენი ვალდებულება, რაც ჩვენ გავაკეთეთ 12 პუნქტის შესაბამისად.

დეტალურ ანგარიშს წარვადგენთ, როგორ შესრულდა 12-ვე რეკომენდაცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.