მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Deutsche Bank-მა რუსული ოფისებიდან ბერლინში ასობით IT პროფესიონალი გადაიყვანა - FT

62a0345f8010f
მარიამ ადამია
08.06.22 22:20
1115
Deutsche Bank-მა რუსული ოფისებიდან ბერლინში ასობით IT სპეციალისტი გადაიყვანა. ამის შესახებ FT წერს. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე, მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის ოფისებში დაახლოებით 1500 დეველოპერი მუშაობდა, თუმცა დღეს მათი რაოდენობა განახევრებულია, რადგან უმეტესობა Deutsche Bank-ის შეთავაზებას დათანხმდა და ოჯახებით გერმანიაში გადავიდა.

”ეს იყო არა ევაკუაცია, არამედ კვალიფიციური კადრების რელოკაცია, რომელიც, ცხადია, ბევრად უფრო მასშტაბურია”, - ამბობს Financial Times-ის ერთ-ერთი რესპონდენტი, რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ გარდა IT დეპარტამენტის თანამშრომლებისა, ბერლინში, მარტიდან, ადამიანური რესურსების დეპარტამენტის თანამშრომლები და იურისტებიც გადავიდნენ. მთლიანობაში კი, Deutsche Bank-ის რუსეთის ფილიალები, დაახლოებით 2000-მა ადამიანმა დატოვა.

ამიტომაც, ბანკი შიშობს, რომ რუსეთის სადაზვერვო სამსახურები ისარგებლებენ შექმნილი მდგომარეობით და მათ სასარგებლოდ გამოიყენებენ, რათა ბერლინში განთავსებულ ბანკის ოფისში შეაღწიონ და საჭირო ინფორმაცია მიიღონ. თუმცა ამის თავიდან ასარიდებლად, მკაცრდება კიბერუსაფრთხოების ზომები, მოწმდება დასაქმებული ყველა IT სპეციალისტის ბიოგრაფია და კოდები, რომლებიც მათ რუსეთში დაწერეს. ასევე ისიც ითქვა, რომ ეს თანამშრომლები დიდი სანდოობით სარგებლობენ, რადგან დაახლოებით 20 წელია Deutsche Bank-ის გამოცდილი კადრები არიან, შესაბამისად, უპრობლემოდ დათანხმდნენ ემიგრაციასა და შემოწმებასაც.

ისინი უკვე ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ, ბერლინში კი ჰელსინკის გავლით მოხვდნენ. თავად ბანკი კი, რელოკაციის პროცესს, რუსეთში მოქმედი კანონის თანახმად ასრულებს, რადგან არსებობს ხელისუფლების მხრიდან, ქვეყანაში დარჩენილი თანამშრომლების მიმართ, საპასუხო ზომების საშიშროება. ამასთან, ბანკს ჯერ არ გაუმხელია, თუ რას აპირებს რუსეთში დარჩენილ IT სპეციალისტებთან მიმართებით, თუმცა ცნობილია ის ფაქტი, რომ Deutsche Bank რუსეთში საბანკო საქმიანიბის შეზღუდვას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები