მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დევდორაკზე სასიგნალო შეტყობინება შემოვიდა, ევაკუირებულია გამშვებ პუნქტზე დასაქმებულები - საგანგებო

ყაზბეგი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული შეტყობინების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება.

უწყების ცნობით, პროტოკოლის შესაბამისად, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ უსაფრთხო ადგილზე მოხდა ევაკუაცია საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და ყველა იმ კერძო კომპანიის თანამშრომლის, რომლებიც დასაქმებულები არიან გამშვებ პუნქტზე.

"მონიტორინგის მიზნით ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფები. დაშავებული არავინ არის.

ამავდროულად, პრევენციის მიზნით მოხდა საავტომობილო გზის დაკეტვა. მოძრაობა შეზღუდულია ორივე მიმართულებით ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გავრცელდა კადრები, სადაც ადრეული შეტყობინების სიგნალის ხმა ისმის, კიდევ ერთ გავრცელებულ კადრში კი ფერდობიდან ქვა-ღორღის ჩამოშლის პროცესი ჩანს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები