მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან, ფიზიკური პირების დაკრედიტების წესში ცვლილებები შედის

63aed9f26b1a1
შოთა ტყეშელაშვილი
01.01.23 17:00
16391
სტატიაში საუბარია:
ფიზიკური პირების დაკრედიტების წესში ცვლილებები შევიდა - ამას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ მიღებული ბრძანებიდან ირკვევა. ცვლილებები სესხების რესტრუქტურიზაციას და რეფინანსირებას ეხება. ბრძანების თანახმად, სესხის გამცემმა უნდა უზრუნველყოს ის, რომ კრედიტის რეფინანსირებისას ან რესტრუქტურიზაციისას არ მოხდეს მსესხებლის ჯამური ვალდებულების მოცულობის ზრდა. 

ცვლილებები სესხების რეფინანსირება/რესტრუქტურიზაციაში:

რ) რესტრუქტურიზებული სესხი – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესით“ განმარტებული რესტრუქტურიზებული ფინანსური ინსტრუმენტი (სესხი) ან სესხი, რომლის პირობები იცვლება სესხის მომსახურების პერიოდში მსესხებლის ფინანსური სირთულეების მიზეზით მის მიერ სესხის მომსახურების შეუძლებლობის გამო (მათ შორის, თუ ამ დებულებით დადგენილი კოეფიციენტები დაირღვა). მსესხებლის ფინანსური სირთულეების შეფასებისა და დადასტურების წესები სესხის გამცემი ორგანიზაციის ადეკვატური შიდა პოლიტიკა-პროცედურებით უნდა განისაზღვროს;

ს) რეფინანსირებული სესხი – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესით“ განმარტებული რეფინანსირებული ფინანსური ინსტრუმენტი (სესხი) იმ თავისებურების გათვალისწინებით, რომ სესხის რეფინანსირებისას არ უნდა ხდებოდეს ვალდებულების მოცულობის ზრდა. ვალდებულებების მოცულობის ზრდად არ ითვლება სესხზე/სესხებზე დარიცხული და გადაუხდელი პროცენტის, საკომისიოს, პირგასამტეხლოსა და ნებისმიერი სხვა ფორმის ფინანსური სანქციის კაპიტალიზაცია, ასევე, ნოტარიუსის, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომსახურების ხარჯები ან/და სესხთან დაკავშირებული სხვა ხარჯი;“

სესხის რეფინანსირების/საყურადღებო მოდიფიკაციის/რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში, სესხის გამცემმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს, რომ გაცემული სესხით დაიფაროს მსესხებლის რეფინანსირებული/საყურადღებოდ მოდიფიცირებული/რესტრუქტურიზებული სესხით გათვალისწინებული  ვალდებულებები და არ მოხდეს მსესხებლის ჯამური ვალდებულებების მოცულობის ზრდა.“.

ამ დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის დასაშვებია მხოლოდ სესხის გამცემ ორგანიზაციებთან არსებული ვალდებულების რესტრუქტურიზაცია/რეფინანსირება/საყურადღებო მოდიფიკაცია. გამონაკლისის სახით, შესაძლებელია, ეროვნული ბანკის რეგულირებისა და ზედამხედველობის ქვეშ არმყოფი პირების მიერ გაცემული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების რესტრუქტურიზაცია/რეფინანსირებასაყურადღებო მოდიფიკაცია, თუ უზრუნველყოფის საშუალების იპოთეკის ხელშეკრულება რეგისტრირებულია სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები