მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან უხანი გარეული ცხოველების საკვებად გამოყენებას კრძალავს

5ec6318898492
ნათია თაქთაქიშვილი
21.05.20 13:05
2359
დღეიდან უხანის ადგილობრივი ხელისუფლება გარეული ცხოველების მოხმარებას და მათ მოშენებას კრძალავს. ამის შესახებ ინფორმაციას Independent-ი ავრცელებს.

ჩინეთის ქალაქის ადგილობრივი ადმინისტრაცია აცხადებს, რომ უხანი გახდება „ველური ბუნების მცველი“, მკაცრი ამკრძალავი ღონისძიებების გატარების შემდეგ.

აღნიშნული აკრძალვის პარალელურად, ქალაქმა შემოიღო მკაცრი კონტროლი ყველა გარეული ცხოველის მოშენებაზე. ველური ცხოვლების გამოყენება მხოლოდ დაშვებული იქნება „სპეციალური სამეცნიერო კვლევებისთვის ან სხვა განსაკუთრებული გარემოებებისთვის ”.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემია სავარაუდოდ ვუჰანის ველური ბუნების ბაზარზე დაიწყო და შესაბამისად, ჩინეთმა თებერვლის ბოლოს დააწესა დროებითი აკრძალვა გარეული ცხოველების საკვებად გამოყენებასთან დაკავშირებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები