მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, 15:00 საათიდან დავიწყებთ შეკრებას რუსთაველზე - ნიკა მელია

6407d27aea3f0
ალა ისპირიანი
08.03.23 04:02
730
დღეს, 15:00 საათიდან დავიწყებთ შეკრებას რუსთაველზე  - ამის შესახებ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა, ნიკა მელიან რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა. 

მისი თქმით, შეკრება ყოველ დღე, მანამ გაგრძელდება სანამ საჭირო იქნება. 

"მთელი რუსთაველის გამზირი იქნება საქართველო, მანამ სანამ გამარჯვება არ გაფორმდება.

იმდენი დღე ვიდგებით მშვიდობიანად რუსთაველზე, რამდენიც საჭირო იქნება. თუ ამას არ გავაკეთებთ უმოქმედობით ვუღალატებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს", - თქვა მან.