მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, 19:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან ღამის კლუბების საპროტესტო აქციაა

61c331f4e292c
ვიქტორია მღებრიშვილი
22.12.21 18:11
3280

დღეს, 19:00 საათზე, ღამის კლუბების წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას გამართავენ.

როგორც BM.GE-ს Art4Culture-ის დამფუძნებელმა დავით ლეჟავამ განუცხადა, აქციაზე მთავრობის მიერ დღეს კლუბების გახსნის შესახებ გადაწყვეტილებას და სექტორის მიმართ დამოკიდებულებას გააპროტესტებენ.

აქციას საკლუბო სცენის წარმომადგენელთა უმრავლესობა შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ კლუბები პანდემიის დაწყების შემდეგ, 21 თვეა რაც უმოქმედოდ არიან. სხვადასხვა პერიოდში  ისინი მთავრობას გახსნის მოთხოვნით მიმართავდნენ. ბოლო პერიოდში კი მოლაპარაკებების შედეგად, გახსნის გადაწყვეტილების მიღებას 17 დეკემბერს ელოდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები