მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს ბათუმში საქართველოს სტარტაპ სამიტი იწყება

6471847e20f92
BM.GE
27.05.23 10:15
681
27-28 მაისს, ქ. ბათუმში საქართველოს სტარტაპ სამიტი და სტარტაპების მსოფლიო თასის ეროვნული შეჯიბრი გაიმართება.

სტარტაპების მსოფლიო თასი (Startup World Cup) მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური შეჯიბრია სტარტაპებისთვის, რომლის საპრიზო ფონდი 1.000.000$-ს შეადგენს. ფინალურ შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად, მსოფლიოს მასშტაბით 50-ზე მეტი რეგიონული შეჯიბრი იმართება, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ევროპაში, აზიაში, აფრიკაში და ავსტრალიაში. Მათ შორის საქართველოში, 27 მაისის საღამოს, ბათუმში ჩატარდება ეროვნული შეჯიბრი რჩეულ ქართულ სტარტაპებს შორის, ხოლო გამარჯვებული ფინალურ ღონისძიებაზე გაემართება სან ფრანცისკოში და ბრძოლას გააგრძელებს მთავარი პრიზისთვის.

საქართველოს სტარტაპ სამიტი სილიკონ ველის წამყვან ვენჩურული კაპიტალის ინვესტორებსა და საერთაშორისო ტექ-ლიდერებს უმასპინძლებს. დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება გაიზიაროს მათი გამოცდილება და მიიღოს უნიკალური ნეთვორქინგის შესაძლებლობა. ღონისძიების მიზანია საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისა და გაძლიერების ხელშეწყობა. ორ დღიანი სამიტის განმავლობაში საერთაშორისო ექსპერტებს შეუერთდებიან რჩეული ქართული სტარტაპები და ანგელოზი ინვესტორები, რომლებსაც საშუალება მიეცემათ დაამყარონ საჭირო და მნიშვნელოვანი კავშირები.

Საქართველოს შეჯიბრი ხორციელდება Startup Connect-ის ორგანიზებით, ხოლო ღონისძიების პარტნიორები არიან სტარტაპერი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA), ბათუმის მერია, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის (M4EG)” ფარგლებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები