მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღეს "დღგ-ის ფორუმი 2019" იმართება

5de2870e16893
თელარა გელანტია
01.12.19 09:30
1121
დღეს, 13:00 საათზე სასტუმრო „ბილტმორში“ საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ფორუმი გაიმართება, რომელსაც ევროპის აკადემიური ცენტრი ყოველწლიურად ატარებს.

როგორც bm.ge-ის ცენტრიდან აცნობეს, წლევანდელი ფორუმის მთავარი თემა დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ) და მასთან დაკავშირებული ცვლილებებია, რადგანაც ამ თემამ საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია.
ფორუმზე განხილული იქნება დღგ-ის შესახებ საგადასახადო კოდექსში მოსალოდნელი ცვლილებები და კანონპროექტის ახალ ვერსიაში შესული ცვლილებები. ასევე ფორუმზე აუდიტორია გაეცნობა საგადასახადო კოდექსში შესულ იმ ცვლილებებს, რომელიც 2020 წლიდან შედის ძალაში. გარდა ამისა კონფენერციაზე შეჯამებული სახით წარმოდგენილი იქნება 2019 წელს კოდექსში შესული ცვლილებები.

ფორუმს გაუძღვებიან აუდიტორული კომპანია TP Solution-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი გელა ბარშოვი და შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო-სატელეფონო ცენტრის მთავარი ოფიცერი და ტრენერი საგადასახადო საკითხებში თეა გორგოძე.

ფორუმს დაესწრებიან როგორც - საჯარო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც დაინტერესებული არიან საგადასახადო კანონმდებლობის ცვლილებებით, გამოცდილების გაზიარებით, იდეებისა და ინფორმაციის გაცვლით. კერძოდ, სხვადასხვა კომპანიის ხელმძღვანელი პირები, ფინანსისტები, შესყიდვების სპეციალისტები, ბუღალტრები და აუდიტორები.

ტრენინგ-კონფერენცია ტარდება „ევროპის აკადემიური ცენტრისა“ და „მილენიუმ აუდიტ კონსალტინგის“ თანაპარტნიორობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები