დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების ხედვის შესახებ „ეკონომიკა - 2030“ პრეზენტაციას წარადგენს.
პრეზენტაციას დაესწრებიან პარლამენტარები, საქართველოს ბიზნესგაერთიანებების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
პრეზენტაცია ველნეს კურორტი ბიოლის ტერიტორიაზე შედგება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარების 10-წლიანი გეგმის ფარგლებში, პრეზენტაცია უკვე გამართა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, "ეკონომიკა 2030" საბოლოო სახეს სექტემბერში მიიღებს. მანამდე კი უწყებები საკუთარ ხედვას საზოგადოებას ეტაპობრივად გააცნობენ.




























