დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს ინფიცირების მაჩვენებლის სერიოზული ნახტომი გვაქვს.
„გამოჩნდა ახალი შემთხვევების მატების დინამიკა და ყოველ სამშაბათს წინა კვირასთან შედარებით იყო საშუალოდ 600-7000-800-ით მეტი ახალი შემთხვევა. წინა კვირის ანალოგიურ დღესთან შედარებით, ყოველდღე სერიოზული ზრდის დინამიკა გვაქვს. გაუარესდა ყველა ინდიკატორი, როგორიც არის ინციდენტობა და დადებითობის მაჩვენებელი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, სიკვდილიანობა მოდის ქვემოთ, მაგრამ ეს დამშვიდების არავითარ საფუძველს არ იძლევა.