მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღეს მინისტრები ნამახვანჰესის თემაზე მოსახლეობასთან მორიგ შეხვედრას მართავენ

604b09a4a94cc
ელენე გოგბერაშვილი
12.03.21 10:22
477
დღეს ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრები მოსახლეობასთან მოსალაპარაკებლად ქუთაისში ჩავლენ.

აღსანიშნავია, რომ პრემიერის დავალების შემდეგ ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი რიონის ხეობის მოსახლოებას ერთი კვირის წინაც შეხვდნენ. ამ შეხვედრის შემდეგ მიმდინარე კვირაში პროექტთან დაკავშირებით განხილვა გაიმართა პარლამენტშიც, რომელსაც დეპუტატების, ექსპერტების, სხვა დაინეტრესებული მხარეების და „რიონის ხეობის დამცველების“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი დღეს მოსახლეობასთან მორიგ შეხვედრას ქუთაისში, მერიის შენობაში 14:00 საათზე გამართავენ.

შეგახსენებთ, მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ნამხვანისა და ონის ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ კიდევ ერთ აქციას 14 მარტს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე აანონსებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები