მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი საბანკო სისტემა ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს - ლევან დავითაშვილი

ლევან დავითაშვილი მთავრობის სხდომაზე

ჩვენი საბანკო სისტემა ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს, -  ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ის ეროვნულ ბანკში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სებ-ის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ კითხვებზე ამომწურავი პასუხები გასცა.

„ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ძალიან რთულია რამე დავამატოთ. ვფიქრობ, ქალბატონმა ნათია თურნავამ საზოგადოებას იქ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაცია დეტალურად მიაწოდა. ჩემი მხრიდან, დავამატებ, რომ ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია საფინანსო სექტორთან, ყველა ბანკთან და სამწუხაროდ, დამაზიანებელია ხოლმე ეს აჟიოტაჟი, რომელიც ძირითადად პოლიტიკური ნიშნით არის განპირობებული. ეს აზიანებს როგორც ქვეყნის, ისე საფინანსო სექტორის რეპუტაციას. პასუხისმგებლობა იმას მოითხოვს, რომ ასეთ საკითხებს სათუთად მივუდგეთ და არ დავაზიანოთ.

მაშინ, როცა ჩვენ გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია ძირითად ინვესტორებთან, საფინანსო ინსტიტუტებთან, აქ ძალიან მკაფიოდ არის ყველაფერი, გარკვეულობა არსებობს და ბანკებშიც აბსოლუტური სიმშვიდეა, ჩვენი საფინანსო სექტორი სტაბილური და მდგრადია. შეიძლება, განგებ, ჩვენ ჩვენი ზედმეტი აჟიოტაჟით დავაზიანოთ, მაგრამ ეს არის იგივე, პოლიტიკურად ანგაჟირებული პროცესი. სხვა შემთხვევაში, ჩვენ ბანკებთან მჭიდრო კავშირი გვაქვს, ბანკებს ჩვენთან კომუნიკაციის პრობლემა არ აქვთ. ჩვენ ერთად ვმსჯელობთ ძირითად საკითხებზე და გეტყვით, რომ ჩვენი საბანკო სისტემა ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს“, - განმარტა ლევან დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილის თქმით, მთავრობას ბანკების ინვესტორებთან კომუნიკაცია აქვს, რათა პარტნიორებს საფინანსო სექტორის შესახებ ობიექტური ინფორმაცია ჰქონდეთ იმის შესახებ, რომ აქ რისკები არ არის და საქართველო საიმედო საინვესტიციო პარტნიორია. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები