“ბუნებრივია, დამოუკიდებლობა შემდგარი ფაქტია, მაგრამ ამას შენარჩუნება სჭირდება. ამისთვის ვზეიმობთ ყოველ წელს, რომ ეს ძალიან დიდი მონაპოვარია, რაც ნებისმიერი გზით უნდა შევინარჩუნოთ. ამ დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია გვჭირდება. დღესდღეობით მოქალაქეების 85%-მა იცის, საით უნდა წავიდეს საქართველო. ზოგი ამაში დარწმუნებულია სრულად, ზოგიც შესაძლოა ნაკლებად, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, როცა ეუბნებიან ადამიანს საით სურს წასვლა, მათ გეზი იციან. შეიძლება ჩვენით ვერ მოვიფიქროთ როგორი ქვეყანა გვინდა ანდა რეალურად დემოკრატია რა არის, მაგრამ ვხედავთ მაგალითებს. კერძოდ იმას, რომ არსებობს ქვეყნები, ქვეყნების ჯგუფი, სადაც ერთიანი ძალისხმევით ადამიანები უკეთეს საზოგადოებას ქმნიან და ეს არის ჩვენი ნიშნული”,-ამბობს გოგოლაშვილი BMGTV-ის ეთერში.
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა.