დღეს, 20 მარტს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.
პრემიერ-მინისტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრს წარადგენს.
ტელეკომპანია “იმედისა” და "რუსთავი 2" ინფორმაციით, განათლების მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელს დეპუტატი გიორგი ამილახვარი შეცვლის.
ამილახვარი ამ დროისთვის დეპუტატია “ქართული ოცნებიდან” და პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეა.
საქართველოს პარლამენტის გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ირკვევა, რომ გიორგი ამილახვარს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სპეციალობა: სამართალმცოდნეობა.