მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დღეს ქვეყანაში ვენჩურული ფონდები არ არსებობს“ - რა არის საჭირო სტარტაპების განვითარებისთვის?

6379df4f2ce8d
მარიამ დემეტრაშვილი
20.11.22 14:29
748
Future Laboratory-ის დამფუძნებელი ირაკლი ქაშიბაძე ამბობს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც „გლობალური ინოვაციების ინდექსში“ საქართველოს პოზიციონირებაზე გავლენას ახდენს, არის ვენჩურული ფონდების არარსებობა.

როგორც მან გადაცემაში „ანალიტიკა“ ისაუბრა, ასეთი ფონდების გარეშე ქვეყანაში სტარტაპების განვითარების ხელშემწყობი მთავარი მექანიზმი ვერ იარსებებს.

„დღეს წმინდა ფორმატის სტრუქტურირებული ვენჩურული ფონდი, რომელიც გარე წყაროებიდან იზიდავს თანხებს და მერე მის მართვას უზრუნველყოფს, საქართველოში ფაქტობრივად არ არსებობს. ასეთი ფონდების გაჩენა მნიშვნელოვანია, წინააღმდეგ შემთხვევაში არ იარსებებს ის მთავარი მექანიზმი, რომელიც ქვეყანაში სტარტაპების განვითარებას უზრუნველყოფს.

სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით ინვესტიციების ზრდა აუცილებელია, მეტი თანხები უნდა გამოიყოს სტარტაპების დასაფინანსებლად, მაგრამ დაფინანსების სტრუქტურაც სწორად უნდა იყოს ჩამოყალიბებული და სწორ ეტაპზებე უნდა ვეხმარებოდეთ. ასევე, უნდა მივეხმაროთ ვენჩურულ ფონდებს, რათა მათ ქართულ სტარტაპებში ფულის დაბანდების ინტერესი გაუჩნდეთ“, - განაცხადა ქაშიბაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ინოვაციების და სტარტაპების განვითარების პროცესში კონცენტრირება ხდებოდეს არა ზოგად ტენდენციებსა და პოპულარულ თემებზე, არამედ პროდუქტიულობის ზრდაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები