მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს საქართველოში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

621742bdb6b71
ინგა მურუსიძე
24.02.22 12:30
827
დღეს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია – ცოცხალი ჯაჭვი– ჩატარდება. ინიციატივა პარტია „დროას“ ეკუთვნის.

როგორც მისმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, ახლა არ არის საჭირო ხალხი დაელოდოს მთავრობის ნაბიჯებს.

„გამოვიჩინოთ სამოქალაქო ინიციატივა, შევიკრიბოთ რესპუბლიკის მოედანზე და ცოცხალი ჯაჭვით წავიდეთ რუსთაველზე. 21-ე საუკუნეში არ განმეორდება 100 წლის წინანდელი ისტორია, როცა ჩვენ ასწლეულები დავკარგეთ სისხლში და რამაც ჩვენ შეგვიწყვიტა განვითარების პერსპექტივა“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე Facebook-ში თავის გვერდზე წერს, რომ საჭიროა, პრეზიდენტმა პარლამენტის საგანგებო სხდომა მოიწვიოს.

„საქართველოს პრეზიდენტს მივმართავ! ჩაინიშნოს პარლამენტის საგანგებო სხდომა! კიევში არიან ჩემი ოჯახის წევრები, კიევში არიან ჩემი უახლოესი მეგობრები, კიევშია ჩემი გული. უკრაინაში დაიმტვრევს ცხვირს პუტინი“, - ამობს ის.

ასევე, „ლელო საქართველოსთვის“ წევრის ირაკლი კუპრაძის განცხადებით, პარტია უკრაინელი ხალხის თავშესაფრით დასახმარებლად კამპანიას იწყებს. კუპრაძემ საქართველოში არსებულ ბიზნესს და სასტუმრო ჯგუფებს მიმართა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში, უკრაინელ ქალებს და ბავშვებს დროებითი თავშესაფარი შესთავაზონ.

„საქართველოში არსებულ ბიზნესს და სასტუმრო ჯგუფებს მივმართავ, გამოიჩინეთ უმაღლესი პასუხისმგებლობა და გადაარჩინეთ ქვეყნის ღირსება, შესთავაზეთ დროებითი თავშესაფარი ქალებს-ბავშვებს უკრაინიდან, სანამ ომი იქნება მათი სიცოცხლისთვის საფრთხე. დღეს ქვეყნის ღირსების შენარჩუნება ისევ ჩვენვე უნდა შევძლოთ და ჩვენი ხმა ისმოდეს“, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები