მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღეს საქსტატი II კვარტალის უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლებს გამოაქვეყნებს

6318caa27d3fb
თელარა გელანტია
08.09.22 10:15
723
დღეს, საქსტატი 2022 წლის II კვარტალის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლებს გამოაქვეყნებს.
სტატისტიკა geostat-ზე 11:00 საათზე გამოქვეყნდება.

2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოში სულ $568 მილიონი შემოვიდა. 2021 წელთან შედარებით ეს თანხა 4.3-ჯერ მეტია. მეტიც, ინვესტიციების ეს მოცულობა სტატისტიკის აღრიცხვის დაწყებიდან რეკორდულად დიდია.

აღსანიშნია, რომ $568 მილიონის FDI-ში $236.4 მლნ ანუ 41.6% ენერგეტიკის სექტორზე მოდის, თუმცა დიდი ალბათობით, ეს ერთი მსხვილი ტრანზაქციის დამსახურებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები