მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, საქსტატი მაისში კონომიკის ზრდის სტატისტიკას გამოაქვეყნებს

62bc562dbdfaa
თელარა გელანტია
30.06.22 10:15
475
დღეს, საქსტატი მაისის და ასევე, ხუთი თვის ეკონომიკის ზრდის შესახებ წინასწარ მონაცემებს გამოაქვეყნებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე პრესკონფერენციას გამართავს, რომელიც 11:00 საათზე დაიწყება.

აპრილში საქართველოს ეკონომიკა 2.6%-ით გაიზარდა. შედარებისთვის ეს მარტში არსებულ 10.6%-იან და თებერვალში არსებულ 14.6%-იან ზრდაზე რამდენჯერმე ნაკლებია.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მაისში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ორნიშნა რიცხვით გაიზრდება. ეკონომიკურ პარამეტრებზე მან მიმდინარე კვირის დასაწყისში მთავრობის სხდომის დაწყების წინ ისაუბრა.

“ძალიან მაგარი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. წინასწარი მონაცემებით, რაც ფინანსთა მინისტრისგან მივიღე, თუმცა საქსტატის ოფიციალურ მონაცემებს ველოდებით. მაისშიც ველოდებით ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, რითიც გამოდის, რომ მიმდინარე წლის 5 თვეში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება. ეს ევროპაში მართლაც უპრეცედენტოა იმ ფონზე, როცა რეალურად ინგრევა მსოფლიო ბაზრები და ეკონომიკა რეცესიას განიცდის. უკრაინის ომის ფონზე ყველა ქვეყანას გამოწვევა აქვს”, - აცხადებს ღარიბაშვილი.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები