მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღეს, თბილისში "ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართება

60a9f85b082c5
თამთა ჯიჯავაძე
23.05.21 10:36
514
დღეს თბილისში 14:00 საათზე ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან. დემონსტრანტთა ნაწილი ქუთაისიდან და რეგიონის სხვა ქალაქებიდან ჩამოვა.

შეგახსენებთ, როგორც „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები აცხადებენ, მათი მოთხოვნები შემდეგია:

1. შეწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა.
2. გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ".
3. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.
4. თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები