მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღეს ტურიზმის ინდუსტრიის ნაწილი მორიგ საპროტესტო აქცია-პერფორმანსს მართავს

5f7c841f4cf07
ინგა მურუსიძე
07.10.20 12:10
1567
ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები დღეს აქცია-პერფომანსს გამართავენ. ამის შესახებ bm.ge-ს აქცის ერთ-ერთმა მონაწილემ, გიდმა ალექსანდრე გიორგიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, აქცია 14:00 საათზე პარლამენტის შენობასთან გაიმართება.

"შევიკრიბებით 14:00 საათზე პარლამენტთან, მაგრამ იქამდე აქციის მონაწილეების ნაწილი ორთაჭალიდან სამარშრუტო ტაქსებით, მინი-ვენებით, ავტობუსებით დაიძრებიან მსვლელობით და შემოგვიერთდებიან პარლამენტთან. შესაძლოა, რუსთაველის გამზირზე გადაადგილებაც შეფერხდეს. უნდა ვიცოდეთ, როგორია მომავალ წელს ფრენების განრიგი და როდის იხსნება საზღვრები. თუ ახლა არ დავგეგმეთ მომავალი წელი, არათუ წლევანდელი, არამედ შემდეგი ტურისტული სეზონიც ჩავარდება“, - განაცხადა ალექსანდრე გიორგიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა ავიაკომპანიებს არ აძლევს საშუალებას, მაგალითად, მომავალი წლის იანვრის რეისების განრიგი გამოაქვეყნონ.

გარდა თბილისისა, ალექსანდრე გიორგიძის ინფორმაციით, საპროტესტო აქცია გაიმართება, სავარაუდოდ, მესტიაშიც, სადაც ადგილობრივები, ასევე, ტურისტული სეზონის ჩავარდნას აპროტესტებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები