მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღეს ხელების დაბანის მსოფლიო დღეა - "გთხოვთ, ნახოთ ხელის დაბანის ტექნიკაზე ვიდეო"

5eb181cdb5950
თელარა გელანტია
05.05.20 19:08
998
„დღეს ხელების დაბანის მსოფლიო დღეა“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძე facebook-პრესკონფერენციაზე განაცხადა და მოქალაქეებს ხელების დაბანისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„მოგიწოდებთ ყველას, ნახეთ ვიდეო რგოლი როგორ დავიბანოთ ხელები, განსაკუთრებით ეპიდემიის პირობებში; პირად და საზოგადოებრივ ჰიგიენას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ეპიდემიის პირობებში. ამიტომ გთხოვთ, ნახოთ ტექნიკა ხელის დაბანის, რომ 20 წამი უნდა დაიბანოთ გამდინარე წლით და რაც შეიძლება ხშირად“, - ამბობს გამყრელიძე.

რაც შეეხება ეპიდსიტუაციის შეფასებას, მისი თქმით, „მთელ მსოფლიოში ეპიდსიტუაცია არ უმჯობესდება, მაგრამ გარდატეხები არის და რიგმა ქვეყნებმა შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყეს“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები