პროევროპული საპროტესტო აქცია გრძელდება. დღეს, 5 დეკემბერს დაგეგმილი აქციების არასრული ჩამონათვალი ასეთია:
თბილისი:
რუსთაველის ეროვნული თეატრი 16:00 საათზე სახალხო კრებისთვის ემზადება.
17:00 საათზე, "5 წუთი გაჩერდი და ასიგნალე" აქციაა დაანონდებული.
პაატა ბურჭულაძე მოქალაქეებთან ერთად უკვე პარლამენტის წინაა.
„მოვილაპარაკებთ სამოქმედო გეგმაზე, ყოველდღე აქ უნდა ვიდგეთ”,- ამბობს ის.
19:00 საათიდან - ყველანი რუსთაველზე
რუსთავი:
20:00 საათზე, ლოზუნგით "ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყანა", რუსთავის შესასვლელიდან მერიამდე საპროტესტო მსვლელობა გაიმართება.
ზუგდიდი:
ზუგდიდში მოსწავლეების აქცია იმართება.
ქუთაისი:
ქუთაისის მერიის წინ, 17:00 საათზე საპროტესტო აქცია "ძირს მოძალადე რეჟიმი!" გაიმართება.
ბათუმი:
17:00, საქართველოს მომავლის დასაცავად! - ევროპის მოედანი;
18:00, სტუდენტური მარში გრძელდება! - ბსუ-ს კიბეებთან;
ხაშური:
18:00, სამოქალაქო პროტესტი რეპრესირებული საქართველოს დასაცავად! - ხაშურის მერიის წინ;
ამასთან პროტესტი იგეგმება საზღვარგარეთაც.
ბერლინი:
18:00, გავანთავისუფლოთ საქართველო! - Branderburger Tor
ბერნი:
15:00, გავანთავისუფლოთ საქართველო! - საქართველოს საელჩო;
ვენა:
ამ წუთებში აქცია ვენაშიც იმართება. ქართველი ემიგრანტები რუსულ რეჟიმს აპროტესტებენ.
ხვალ,6 დეკემბერს აქცია დაანონსებულია ირლანდიაშიც. საქართველოს საელჩოსთან საპროტესტო აქცია, სახელწოდებით "გვითხრას საქართველოს საელჩომ თავისი პოზიცია" იმართება.
ათენი, 6 დეკემბერს, საქართველოს საელჩოსთან 12:00 საათზე