მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან ფინეთში სპეციალური ნებართვის გარეშე რუსეთში რეგისტრირებული მანქანების გადაადგილება აიკრძალა

დდ

დღეიდან ფინეთში სპეციალური ნებართვის გარეშე რუსეთში რეგისტრირებული მანქანების გადაადგილება აიკრძალა. ამის შესახებ ფინეთის საბაჟო სამსახურის განცხადებაში წერია.

როგორც ინფორმაციაში წერია, ზოგიერთ შემთხვევაში, რუსეთში რეგისტრირებული სანომრე ნიშნით ავტომობილის მოძრაობა დაშვებულია.

მაგალითად, სტუდენტებისთვის, სამუშაო ხელშეკრულებით დასაქმებული ადამიანებისთვის ან ევროკავშირის მოქალაქეებისთვის, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციაში, თუმცა უნდა დაამტკიცონ, რომ აკრძალვის ძალაში შესვლამდე მანქანა ლეგალურად შეიყვანეს ფინეთში.

ბალტიისპირეთის ყველა ქვეყანამ აკრძალა რუსული ნომრით მანქანების შესვლა. აკრძალვები ასევე შემოიღეს პოლონეთმა, ფინეთმა, ნორვეგიამ და ბულგარეთმა. ამ კვირაში ლიეტუვაში უკვე ჩამოართვეს პირველი მანქანა, რომელმაც აკრძალვა დაარღვია.

შეგახსენებთ, რომ ფინეთი უკვე ნატოს წევრია, იგი ალიანსში 2023 წლის მარტში გაწევრიანდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები