საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მათ ვისაც ეროვნულ ვალუტაში აქვს შემოსავალი 500,000 ლარამდე სავალუტო სესხის აღება შეუზღუდა - შესაბამისი გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა 27 ნოემბერს მიიღო, ხოლო 18 დეკემბერს სებ-ის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანებაც გამოიცა. სებ-ში განმარტავენ, რომ ეს ცვლილება საბანკო კრედიტების დოლარიზაციის შემცირებისკენაა მიმართული.
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო სესხების ზღვარი 2024 წელსაც გაზარდა, როდესაც ის არაჰეჯირებული მსესხებლებისთვის 200,000 ლარიდან 400,000 ლარამდე გაზარდა. 18 დეკემბრის ბრძანებით კი ზღვარი 500 000 ლარამდე იზრდება და საქართველოს მოქალაქე, რომელსაც შემოსავალი ლარში ერიცხება, ბანკებიდან უცხოურ ვალუტაში ფულს ვერ ისესხებს, თუ 500 000 ლარის ექვივალენტზე ნაკლები თანხა სჭირდება.