მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, 14 საათზე „რუსული კანონის“ წინააღმდეგ „კულტურის მარში“ გაიმართება

არა რუსულ კანონს

დღეს, 14 საათზე კულტურის სფეროს წარმომადგენლები „რუსული“ და სხვა კანონების წინააღმდეგ „კულტურის მარშს“ გამართავენ. მსვლელობა ივანე მაჩაბლის ქუჩიდან, მწერალთა სახლიდან დაიწყება და მასში მონაწილეობა ყველას შეუძლია.

„მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები, ხელოვანები, მხატვრები, კინოს, თეატრსა და მუზეუმებში მომუშავე ადამიანები, კულტურის სფეროს ყველა წარმომადგენელი ვერთიანდებით, რომ მარშით გავიაროთ თბილისის ქუჩებში რუსული კანონის წინააღმდეგ.

თუ გაღელვებს „რუსული კანონი“ და სხვა კანონები, რომლებიც შეზღუდავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, გადააქცევს ქვეყანას "ოფშორული ფულის" თავშესაფრად და დაუხშობს საქართველოს ევროპაში გაერთიანების გზას - შემოგვიერთდი!
ვიწყებთ 14 მაისს, 14:00-ზე მწერალთა სახლთან.

მარში ღიაა ყველა მოქალაქისათვის. ჩაიცვი კომფორტულად, ბევრს ვივლით ქალაქში“, - წერენ აქციის ორგანიზატორები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები