მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთის თაობაზე მიიღებს გადაწყვეტილებას

ეროვნული ბანკი

25 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის თაობაზე მორიგი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, ამჟამად რეფინანსირების განაკვეთი 10%-ს შეადგენს.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 11%-მდე გაზრდილი რეფინანსირების განაკვეთის შემცირება მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და ის ჯერ 0.5 პროცენტული პუნქტით, შემდეგ კი 0.25 პროცენტული პუნქტით შეამცირა. სებ-ის საბაზო პროგნოზით, 2023 წლის მეოთხე კვარტლის ბოლოსთვის რეფინანსირების განაკვეთი 9.8% იქნება, ხოლო უკვე 2024 წლის პირველი კვარტლისთვის დამატებით 9.5%-მდე შემცირდება.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი კვარტალში ორჯერ იკრიბება და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შესახებ იღებს გადაწყვეტილებას. სხდომის ჩატარების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, კომიტეტის გადაწყვეტილება პრესრელიზის სახით გამოქვეყნდება, სადაც წარმოდგენილია ინფორმაცია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ და აღწერილია ამ გადაწყვეტილების მიღების მოტივაცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები