დღეს ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ჩიქოვანისთვის დეპუტატის უფლებამოსილებას შეწყვეტაზე იმსჯელებენ. განხილვა პარლამენტში, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე გაიმართება.
რეგლამენტის თანახმად, კომიტეტზე განხილვის შემდეგ საკითხი ბიუროზე, ხოლო შემდეგ პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლებს. დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას უბრალო უმრავლესობის(76 ხმა) მხარდაჭერა სჭირდება.
ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრად, ხოლო ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის მინისტრად დაინიშნნენ.
ირაკლი კობახიძეს პარლამენტში გიორგი ბარვენაშვილი ჩაანაცვლებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩიქოვანი პარლამენტს ტოვებს, ის ზუგდიდის მაჟორიტარია, შესაბამისად, მას ვერავინ ჩაანაცვლებს და რადგან არჩევნებამდე 1 წელზე ნაკლებია დარჩენილი, ზუგდიდში ვადამდელი არჩევნებიც არ იქნება.