დღეს, 12:00 საათზე საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
სხდომის შედეგების შესახებ სებ-ი პრესრელიზს გაავრცელებს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა საზოგადოებას მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას გააცნობს, შემდეგ კი მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხებს.
როგორც ნათია თურნავამ ივნისში, სებ-ში გამართული საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომელზეც ის პირველ ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს, "ეროვნული ბანკი გააგრძელებს ადეკვატურ, ფრთხილ მონეტარულ პოლიტიკას".
შეგახსენებთ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის განაკვეთი 10.5%-ს შეადგენს. წინა სხდომაზე ის საბჭომ უცვლელი დატოვა.