დღეს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართება. ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე ერთადერთი საკითხია განსახილველი:
„საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2024-2027 წლებისათვის“ დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტები თანდართულ მასალებთან ერთად.
მომხსენებელი: ლაშა ხუციშვილი