მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს "ქართული ოცნების" მთავრობის არაღიარების აქტს კონგრესში წარადგენენ - Fox news

ჯო უილსონი

FOX news-ის ინფორმაციით, "ქართული ოცნების" მთავრობის არაღიარების აქტს კონგრესში დღეს წარადგენენ. "ქართული კოშმარის არაღიარების აქტს" ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და "ქართული ოცნების" კრიტიკოსი ჯო უილსონი და დემოკრატი სტივ კოენი წარადგენენ.

Fox news-ის თანახმად, კანონპროექტი კრძალავს აღიარებასა და ურთიერთობის ნორმალიზებას საქართველოს ნებისმიერ მთავრობასთან, რომელსაც უძღვება ბიძინა ივანიშვილი ან მისი ხელდასხმული პირი. აქტის მიხედვით, არაღიარების მიზეზი ივანიშვილის რეჟიმის მიმდინარე დანაშაულია ქართველი ხალხის მიმართ.

კანონპროექტის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად რჩება. "ქართული კოშმარის" არაღიარების აქტის კიდევ ერთი პუნქტი უკავშირდება საქართველოს კონსტიტუციის აღდგენას, რაც გულისხმობს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. აქტს დასამტკიცებლად აშშ-ის წარმომადგენელთა პალატისა და სენატის მხარდაჭერა დასჭირდება, შემდეგ მას ხელი ახალმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნდა მოაწეროს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები