მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს საარჩევნო სიების წარდგენის ბოლო დღეა - არჩევნებში მონაწილე თანამდებობის პირები 2 დღეში უნდა გადადგნენ

არჩევნები

საპარლამენტო არჩევნებისთვის სიის წარდგენის ვადა დღეს იწურება.

26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით რეგისტრაცია 25 პარტიამ გაიარა.

პოლიტიკურ პარტიებს ცესკოში საარჩევნო სიების ელექტრონული ფორმით წარდგენის შესაძლებლობა აქვთ.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი საარჩევნო კომისიისთვის განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ რიგი თანამდებობის პირები. მათ შორის, მინისტრები (გარდა პრემიერისა) და მინისტრის მოადგილეები.

თანამდებობებიდან გადადგომისა და განთავისუფლების შესახებ სათანადო სამართლებრივი აქტი დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს შესაბამის საარჩევნო კომისიას. წინააღმდეგ შემთხვევაში პირს უარი ეთქმება საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციაზე, ხოლო თუ რეგისტრაცია განხორციელდა − რეგისტრაცია უქმდება.

აღსანიშნავია, რომ მმართველმა პარტიამ ამ დრომდე კანდიდატად თანამდებობის სამი პირი: თეა წულუკიანი, მარიამ ქვრივიშვილი და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი არიან.

როდის დატოვებენ პოსტებს "ოცნების" საარჩევნო სიის წევრი თანამდებობის პირები?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები