საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ვარშავაში პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ანჟეი დუდას შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრესსამსახურის ცნობით, დაგეგმილია პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, მედიისათვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.
საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ასევე, ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში და სიტყვით გამოვა პანელზე, რომელიც ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე გაიმართება.