მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღეს, თბილისში მარში "დაიცავი განათლება" გაიმართება

უმაღლესი განათლება მანტია

დღეს, თბილისში, განათლების საერთაშორისო დღეს, 19:00 საათზე, მარში სახელწოდებით „დაიცავი განათლება“გაიმართება.

მარშის მონაწილეები ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით დაიძვრებიან. ორგანიზატორთა განცხადებით, მარში არის პასუხი „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ ე.წ. რეფორმაზე, რომელიც გაუმჯობესების ნაცვლად განათლების სისტემაში ნეპოტიზმისა და კორუფციის დაბრუნების, ხარისხის გაუარესების და პოლიტიკური კონტროლის გაძლიერების საფრთხეს ქმნის.

"საქართველოს სჭირდება განათლებული მოქალაქეები. ჩვენ უარს ვამბობთ: განათლების ხარისხის გაუარესებაზე. უნივერსიტეტებს არ უნდა აკონტროლებდეს პარტია. უნივერსიტეტების შენობების გაყიდვა არ არის რეფორმა, ეს არის საფრთხე. გამოდი მარშზე - ერთად დავიცვათ ჩვენი კონსტიტუციური უფლება განათლებაზე, უნივერსიტეტების დამოუკიდებლობა და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი.

ბაკალავრიატის 3 წლამდე, მაგისტრატურის 1 წლამდე, ხოლო სასკოლო განათლების 11 წლამდე შემცირება ქართულ განათლებას ევროპულ და ამერიკულ საგანმანათლებლო სივრცეს მნიშვნელოვნად დააშორებს", - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, 2025 წლის დეკემბერში უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილება შევიდა. ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა სრულად დაფინანსდება ბიუჯეტიდან, კერძო უნივერსიტეტებში კი სახელმწიფო დაფინანსების მოდელი გაუქმდება. ამასთან, საუნივერსიტეტო სისტემაში დაინერგება 3+1+1 სისტემა, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს, ხოლო 1 წელი - მაგისტრატურას. ამასთან, ეკონომიკის სამინისტრო შრომის ბაზრის კვლევას ატარებს, რომელმაც უნდა დაადგინოს, როგორი იქნება შემდეგ უახლოეს რამდენიმე წელში შრომის ბაზრის მოთხოვნები. მთავრობა გეგმავს, რომ კვლევის შედეგების საფუძველზე უნივერსიტეტებში სხვადასხვა სპეციალობაზე კვოტები გამოყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები