მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“დღეს ყველა მინისტრის საქმიანობით კმაყოფილი ვარ” - ირაკლი კობახიძე

პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, იგი აქამდე მინისტრების ცვლილებას არ გეგმავდა, თუმცა პროცესში ხარვეზები გამოიკვეთა. პრემიერის განმარტებით, ბოლო ცვლილების შემდეგ, ყველა მინისტრის საქმიანობით უკვე კმაყოფილია.

“როდესაც თქვენ დამისვით კითხვა სხვა მინისტრთან დაკავშირებით, მაშინ გითხარით, რომ ზოგადად, იმ მომენტისთვის, არ ვგეგმავდი არავითარ ცვლილებას. ეს იყო პროცესი. როცა ეს პასუხი გაგეცით, ნამდვილად არ შედიოდა ჩემს გეგმებში, მაგალითად, ჯანდაცვის მინისტრის შეცვლა, მაგრამ არის პროცესი, დავინახე ხარვეზები და ამის გამო მქონდა საუბარი ჯანდაცვის მინისტრთან.

დღეს მკაფიოდ მინდა გითხრათ, რომ ყველა მინისტრის მუშაობით ვარ კმაყოფილი, როგორც მათ მიერ გასული წლების განმავლობაში გაწეული საქმიანობით, ისე ახლა როგორც წარიმართება მუშაობა სამინისტროებში. აქედან გამომდინარე, მკაფიოდ შემიძლია გითხრათ, რომ ყველა მინისტრის საქმიანობით დღეს მე ვარ კმაყოფილი”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღეს, 1 მარტს, ცნობილი გახდა, რომ პრემიერ ირაკლი კობახიძესთან გასაუბრების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა, დაკავებული თანამდებობა დატოვა. მანამდე კი, ჟურნალისტებთან საუბრისას ახლად დანიშნული პრემიერ-მინისტრი აცხადებდა, რომ იგი სამთავრობო ცვლილებებს არ გეგმავდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები