რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიერ დაგეგმილი საგადასახადო ცვლილებების ფონზე, რომელიც ქვეყანაში დღგ-ის 20%-დან 22%-მდე გაზრდას ითვალისწინებს, ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტენდენცია შეინიშნება.
ანალიტიკოსები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გადასახადის ზრდა საბოლოოდ მომხმარებლის ჯიბეზე აისახება, რადგან კომპანიები დანახარჯების ზრდას პროდუქციისა და მომსახურების ფასების კორექტირებით შეეცდებიან.
ეკონომისტების პროგნოზით, დღგ-ის 2 პროცენტული პუნქტით ზრდა, ინფლაციის დამატებით სტიმულირებას გამოიწვევს. ეს განსაკუთრებით შეეხება ყოველდღიური მოხმარების საგნებს, სურსათს და ტანსაცმელს.
მიუხედავად იმისა, რომ დღგ არ არის პირდაპირი მოგების გადასახადი, მისი ზრდა აძვირებს ნედლეულსა და შუალედურ საქონელს, რაც საბოლოოდ საწარმოო ხარჯების ზრდას იწვევს.
მართალია, წინა თვეს რუსეთში 6.6%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა, რაც 3-წლიანი მინიმუმია, თუმცა დამოუკიდებელი ექსპერტები ფიქრობენ, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარმოდგენილი მონაცემები არ შეესაბამება სიმართლეს და ის ვლადიმირ პუტინის პოლიტიკური ნებაზეა მორგებული.




























