მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Dick’s Sporting Goods-ის შემოსავლები მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა

Dicks

სპორტული ტანსაცმლის ქსელმა, Dick’s Sporting Goods-მა მოსალოდნელზე უკეთესი ფინანსური შედეგების წარმოადგინა.

როგორც ფინანსური ანგარიშიდან ვიგებთ, კომპანიამ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში $3.18 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით თითქმის $160 მილიონით მეტია და აჭარბებს ანალიტიკოსების პროგნოზს.

საანგარიშო პერიოდში კომპანიის მოგებამ $264.3 მილიონი შეადგინა, რაც ასევე აღემატება პროგნოზირებულ მაჩვენებელს.

რაც ყველაზე გასაკვირია, Dick’s Sporting Goods-მა წლის შემოსავლის გეგმა არ შეცვლა და განაცხადა, რომ ტარიფების მიუხედავად, კომპანია დასახულს მიზნებს მიაღწევდა და ინვესტორებს წინასწარ დაგეგმილ სარგებელს მოუტანდა.

პოზიტიური სახლის გავრცელების ფონზე, კომპანიის აქციების შეფასება 6%-ით გაიზარდა Dick’s Sporting Goods-ის კაპიტალიზაციამ $14 მილიარდს მიაღწია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები