მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დიდ ბრიტანეთში უკრაინის დასახმარებლად 85 მილიონ ფუნტზე მეტი შეგროვდა

622382f3b66da
BM.GE
05.03.22 19:33
500
BBC-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთში უკრაინის დასახმარებლად რამდენიმე დღეში 85 მილიონ ფუნტზე მეტი შეგროვდა.

კატასტროფების საგანგებო კომიტეტმა (DEC), რომელიც შედგება გაერთიანებული სამეფოს 15 საქველმოქმედო ორგანიზაციისგან, მათ შორის ბრიტანეთის წითელი ჯვრისა და ოქსფამის ჩათვლით, მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა და უკრაინის დასახმარებლად გადარიცხა თანხა. ორგანიზაციებმა დონაციების მიღება ხუთშაბათს დაიწყეს.

DEC-ის თანახმად, უკრაინის დასახმარებლად “მნიშვნელოვანი შემოწირულობა” განახორციელა დიდი ბრიტანეთის დედოფალმა, ასევე სამეფო ოჯახის წევრებმა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ კი ფონდს 25 მილიონი გადაურიცხა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები