მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მნიშვნელოვანია, რომ უარესისთვის მოვემზადოთ - ევროკომისიის პრეზიდენტი

ფონ დერ ლაიენი

ლონდონის სამიტს, რომელიც უკრაინის კრიზისს და ევროპის უსაფრთხოებას მიეძღვნა, ევროკომისიის პრეზიდენტმა "კარგი და გულწრფელი დისკუსია უწოდა".

BBC-ის ცნობით, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპელმა ლიდერებმა ნატოს გენმდივანთან ერთად, განიხილეს უსაფრთხოების ყოვლისმომცველი გარანტიების აუცილებლობა, მათ შორის უკრაინის გაძლიერება და იმის უზრუნველყოფა, რომ მას საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობა ჰქონდეს.

გარდა ამისა, ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დანახარჯების გაზრდა თავდაცვისთვის, - "მნიშვნელოვანია, მოვემზადოთ უფრო უარესისთვის", - დასძინა მან.

მისივე თქმით, ამ კუთხით, საჭიროა ევროკავშირის მხრიდან მკაფიო გეგმა და ერთიანი ევროპული მიდგომა.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე გაუგზავნა გზავნილი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომლის მიხედვითაც: „ჩვენ მზად ვართ თქვენთან ერთად დავიცვათ დემოკრატია, დავიცვათ პრინციპი, რომ არსებობს კანონის უზენაესობა, რომლის მიხედვითაც, შენ არ შეგიძლია მეზობელ ქვეყანაში შეჭრა და საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლა. ჩვენს საერთო ინტერესებშია, რომ თავიდან ავირიდოთ სამომავლოდ ომები".

NATO-ს სიძლიერის შესანარჩუნებლად, ევროპა თავდაცვის ხარჯებს გაზრდის - მარკ რუტე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები