მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დიდი ბრიტანეთი რუსულ ნავთობზე უარს ამბობს - განცხადება

6227aba262712
შოთა ტყეშელაშვილი
08.03.22 23:15
1109
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ დღეს რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტის აკრძალვის შესახებ გააკეთა განცხადება. მთავრობის თანახმად, იმპორტის ეტაპობრივი შეწყვეტა არ იქნება მყისიერი, რათა ქვეყნის კერძო სექტორს ჰქონდეს საკმარისი დრო მიწოდების ჯაჭვების კორექტირებისთვის და მრეწველობის და მომხმარებლის მხარდაჭერისთვის. 

"დიდი ბრიტანეთი მჭიდროდ თანამშრომლობს შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან და სხვა პარტნიორებთან, რათა შეწყვიტოს ჩვენი დამოკიდებულება რუსულ ნახშირწყალბადებზე უკრაინაში რუსული აგრესიის საპასუხოდ, აცნობიერებს სხვადასხვა გარემოებას და გარდამავალ ვადებს.

რუსული ნავთობის იმპორტი შეადგენს რუსეთის ექსპორტის 44%-ს და ფედერალური მთავრობის შემოსავლების 17%-ს გადასახადების მეშვეობით - ეს ნაბიჯი აძლიერებს საერთაშორისო ზეწოლას რუსეთის ეკონომიკაზე.

ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბაზარზე მოთხოვნა დაკმაყოფილდება ალტერნატიული მომწოდებლების მიერ. ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ საერთაშორისო პარტნიორებთან საწვავის პროდუქტების ალტერნატიული მიწოდების უზრუნველსაყოფად.

რუსული იმპორტი შეადგენს გაერთიანებული სამეფოს ნავთობზე მთლიანი მოთხოვნის 8%-ს, მაგრამ დიდი ბრიტანეთი ასევე არის ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მნიშვნელოვანი მწარმოებელი,"- ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში. 

დღესვე რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება აშშ-მა მიიღო, ევროკავშირმა კი დაანონსა, რომ რუსული ბუნებრივი აირის შესყიდვებს წლის ბოლომდე 2/3-ით შეამცირებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები