დიდმა ბრიტანეთმა 11 ქვეყანა ე.წ წითელი სიიდან ამოიღო. ამის შესახებ BBC წერს. საუბარია ანგოლაზე, ბოტსვანაზე, ლესოთოზე, მალავიზე, მოზამბიკზე, ნამიბიაზე, ნიგერიაზე, სამხრეთ აფრიკაზე, ზამბიაზე, ზიმბაბვესა და სვაზილენდზე. აღნიშნული ქვეყნები ე.წ. წითელ სიაში ბრიტანეთმა ნოემბერში ომიკრონის გავრცელების პრევენციის მიზნით შეიყვანა.
თუმცა ახლა ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა საჯიდ ჯავიდმა აღნიშნა, რომ კორონავირუსის ახალი შტამი იმდენად ფართოდ გავრცელდა, რომ დაწესებულ რეგულაციას აზრი აღარ აქვს.
11 ქვეყანა ე.წ. წითელ სიაში ოფიციალურად ხვალიდან აღარ იქნება.
ცნობისთვის, ომიკრონის გავრცელების გამო, ბრიტანეთის მსგავსად ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან საერთაშორისო ვიზიტებზე რეგულაციები არაერთმა ქვეყანამ დააწესა. ახალი შტამი უკვე ათობით ქვეყანაში გავრცელდა.




























