დიდმა ბრიტანეთმა სამხრეთ ოსეთის ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი დაასანქცირა.
ბრიტანეთის მთავრობის გვერდზე მითითებულია, რომ ბიბილოვი არის ან იყო ჩართული უკრაინის დესტაბილიზაციაში, ძირს უთხრის ან ემუქრება უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან დამოუკიდებლობას.
სანქციები მოიცავს, მათ შორის, აქტივების გაყინვას და მოგზაურობის აკრძალვას.