მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდველზე, ძლიერი ქარის გამო, საბაგიროს ჩართვა არ ხერხდება - მთის ტრასების სააგენტო

63edc3779180a
BM.GE
16.02.23 09:42
876
დიდველზე, ძლიერი ქარის გამო, საბაგიროს ჩართვა არ ხერხდება. ამის შესახებ მთის ტრასების სააგენტო იტყობინება.

"დღეს, 09:00-18:00 საათამდე, სრიალის ყველა მსურველისთვის, ღია იქნება სასრიალო ტრასა - კოხტა პლატო და შესაბამისად, “კოხტა-პლატოს” საბაგირო. დიდველზე, ძლიერი ქარის გამო, საბაგიროს ჩართვა არ ხერხდება", - წერს სააგენტო.

შეგახსენებთ, ბაკურიანი ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. ტურნირი 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით იმართება. შეჯიბრებაში 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი იღებს მონაწილეობას.

დღეს, 16 თებერვალს, პირველი ოფიციალური ვარჯიში კოხტას არეალზე, 10:20 საათიდან დაიწყება, ქალებსა და კაცებში არეალსის დისციპლინაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები